განათლების კომიტეტის სხდომაზე ლევან ვასაძე მივიდა

განათლების კომიტეტის სხდომაზე ლევან ვასაძე მივიდა

საქართველოს პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. ლევან ვასაძის ინფორმაციით, კომიტეტი სასკოლო პროგრამებში საგნის "მე და საზოგადოება" შეტანის საკითხზე იმსჯელებს. მისივე თქმით, ის აღნიშნულ საგანზე საკუთარ პოზიცას დააფიქსირეებს.

ლევან ვასაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წინააღმდეგია სკოლებში საგანი "მე და საზოგადოება" ისწავლებდეს.