იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლევან თევზაძე და ვახტანგ მჭედლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლევან თევზაძე და ვახტანგ მჭედლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა წევრებს შორის ურთიერთშეკამათების ფონზე მიმდინარეობს. კამათის საგანს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და და კოლეგიების თავმჯდომარეების შერჩევის საკითხი წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც ერთმანეთს საბჭოს წევრები ლევან თევზაძე და ვახტანგ მჭედლიშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

შეკამათება მას შემდეგ დაიწყო, რაც მჭედლიშვილმა აღნიშნული საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა, ვინაიდან, ის დღევანდელი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.

თევზაძემ მჭედლიშვილს რჩევით მიმართა, მჭედლიშვილმა კი აღნიშნა, რომ რჩევები თავის ახლობლებს მისცეს. თავის მხრივ, თევზაძემ მოუწოდა მჭედლიშვილს, მის ახლობლებზე ლაპარაკისას "პირი გამოირეცხოს".