ვახტანგ მჭედლიშვილი საქალაქო სასამართლოს და კოლეგიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხის გადადებას მოითხოვს

ვახტანგ მჭედლიშვილი საქალაქო სასამართლოს და კოლეგიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხის გადადებას მოითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი საქალაქო სასამართლოს და კოლეგიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხის გადადებას მოითხოვს.

როგორც მჭედლიშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, საკითხი არ იყო დღის წესრიგში და მისი განხილვა სპონტანურად ხდება.

"საკითხი არ შედიოდა დღის წესრიგში და ბატონი ლევანის მხრიდან კანდიდატურების წარდგენა მოულოდნელი იყო. მხოლოდ მისი მხრიდან არ უნდა იყოს კანდიდატურების წარდგენა და ვინაიდან ჩვენ ვართ კოლეგიური ორგანო, საჭიროა კონკურსის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადავდოთ ეს საკითხი ერთი კვირით, ვიდრე გავეცნობით კანდიდატების ბიოგრაფიებს," - განაცხადა მჭედლიშვილმა.

თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არ ეთანხმება საკითხის გადადებას.

გარდა ამისა, საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ლევან თევზაძესა და მჭედლიშვილს შორის. თევზაძემ მჭედლიშვილს რჩევით მიმართა, მჭედლიშვილმა კი აღნიშნა, რომ რჩევები თავის ახლობლებს მისცეს. თავის მხრივ, თევზაძემ მოუწოდა მჭედლიშვილს, მის ახლობლებზე ლაპარაკისას "პირი გამოირეცხოს".

ვახტანგ მჭედლიშვილი საკითხის 4 მარტამდე გადადებას მოითხოვს.