კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და სიურპრიზებს აღარ ველოდებით

კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და სიურპრიზებს აღარ ველოდებით

უთანხმოება დასრულებულია და კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად, - ასე გამოეხმაურა "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" მიერ გაკეთებულ ურთიერთსაწინააღმდეგო საჯარო განცხადებებს.

როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, დებატები კოალიციაში ხშირად არის, თუმცა საჯარო დებატები პარტიისთვის არ არის სასურველი და ნამდვილად უსიამოვნო პროცესი იყო.

"უსიამოვნო პროცესები იყო ორ სუბიექტს შორის საჯარო დებატები. ჩვენ კოალიციაში ძალიან ბევრი დებატები გვაქვს, 5 სუბიექტი ვართ და ყველა სუბიექტი მსოფლმხედველობით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა საჯარო სივრცეში ასეთი დებატები არ არის სასარგებლო თვითონ კოალიციის ერთიანობისთვის. ამ ეტაპზე "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის უთანხმოება, რომელიც იყო, დასრულებულია. კარგი მაგალითი მივიღეთ, რომ საჯარო სივრცეში ასეთი დებატები აღარ გაიმართოს. კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და მოულოდნელობებს და სიურპრიზებს აღარ ველოდებით", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა