ანგელა მერკელი - საზღვრების დახურვა შეცდომაა

ანგელა მერკელი - საზღვრების დახურვა შეცდომაა

"მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს. საზღვრების დახურვა შეცდომაა," – როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეკომპანია "ARD"-სთან საუბრისას განაცხადა.

სააგენტოს განმარტებით, გერმანიის კანცლერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას 7 მარტს დაგეგმილ სამიტს ანიჭებს, რომელშიც მონაწილეობას თურქეთი და ევროკავშირი მიიღებენ.

"აუცილებელია ევროპამ გამონახოს პრობლემის მოგვარების საერთო გზა," – აღნიშნა მერკელმა.

ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება საბერძნეთის გასაჭირში მიტოვება. კანცლერი საბერძნეთს დამატებითი დახმარების გამოყოფას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს, ბრიუსელში ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებული თურქეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება.