დევიდ კრემერი - აშშ-მ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა

დევიდ კრემერი - აშშ-მ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა

პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკას მეტი დახმარება და აქცენტის გაკეთება მართებს კანონის უზენაესობის, მედიის, ინსტიტუტების განვითარებაზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრემერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. 
კრემერი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში, ამერიკამ საპრეზიდენტო დონის ინტერესი უნდა გამოიჩინოს და უფრო იაქტიუროს რეგიონში. 

"საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან მნიშვნელოვანია. ნატო-ს მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია. ამ ეტაპზე, საქართველოს პროგრესის მეტი აღიარება სურს ნატო-სგან. დასავლეთმა, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის პროგრესის უპირველესი ნიშანი ბოლო 25 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მიღწევა და შენარჩუნებაა. რუსეთი, საქართველოში შემოიჭრა და ამ ქვეყანას ახლა სეპარატისტული კონფლიქტები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დამოუკიდებლად ვითარდება ევროატლანტიკური გზით მიდის. 

ვისურვებდი, რომ დასავლეთი მას უფრო დაეხმაროს ამ გზაზე. მინდა, რომ მომდევნო 25 წელი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ", - განაცხადა კრემერმა.