ზვიად კვაჭანტირაძე ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე - ხელისუფლების ჩართულობა გარდაუვალი და აუცილებელია

ზვიად კვაჭანტირაძე ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე - ხელისუფლების ჩართულობა გარდაუვალი და აუცილებელია

ჩვენ რამდენადაც ვიცით, სამართალდამცველი ორგანოები კვალზე ადგანან და უშუალო დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. 

ის ასევე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან და შს მინისტრთან შეხვედრის თაობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ჩართულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ლაპარაკია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე, გარდაუვალი და აუცილებელია. 

"პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა ამის თაობაზე, მაგრამ იმედია, რომ განცხადება არ დარჩება მხოლოდ თხოვნად და მოწოდებად და სამართალდამცველი ორგანოები უმოკლეს ვადებში – ჩვენ რამდენადაც ვიცით კვალზე ადგანან და უშუალოდ დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერენ. იმის იქით რა ხდება ჩვენ არ ვიცით და არც არავინ იცის", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

მისივე თქმით, არც ერთი წუთი არ უნდა იქნას დაკარგული და შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს.