სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას 60 წევრიდან მხოლოდ 17 ესწრება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას 60 წევრიდან მხოლოდ 17 ესწრება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო შემაჯამებელი სხდომა კვორუმის არ არსებობის პირობებში იმართება. 
პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული კომისიის 60-კაციანი შემადგენლობიდან სხდომას მხოლოდ 17 წევრი ესწრება. სხდომის დაწყებისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ აქვთ კომისიის სხდომის გამართვის მცდელობა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომისიის მუშაობა იყო სრულიად არაეფექტური და უშედეგო. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის დადგენილებით 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. მას უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა, თუმცა კომისიაში არსებულმა სამუშაო ჯგუფებმა კონსტიტუციაში განსახორციელებელ ვერც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. 

პარლამენტის დადგენილებით, 29 თებერვალი არის ის ბოლო ვადა, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებები უნდა წარუდგინოს, თუმცა ასეთი პროექტი არ არსებობს.