კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც არც ერთ დეპუტატს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხი არ ყოფილა, თუმცა შეეხნენ "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებასაც. თუმცა ხუნდაძის თქმით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება უკვე პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.
"პირდაპირ მინდა გითხრათ, არ ემუქრება საფრთხე კოალიციას, ასევე, არც ერთ დეპუტატს არ ემუქრება საფრთხე და ყველა გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა საარჩევნო სიებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის საკითხები, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უახლოეს დღეებში განიხილება. ხუნდაძის განცხადებით, მან ისაუბრა ორი მიმართულებით, ეს შეეხება დაბერების პოლიტიკის დოკუმენტს და დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს.