ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

თელავში, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. ინციდენტი, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა. 

ინციდენტის დროს კაფის ინვენტარი დაზიანდა. სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, კამათი მოხდა მოქალაქეებს შორის და ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, თუმცა როდესაც პოლიცია ცდილობდა ვითარების განმუხტვას, ამ დროს გაუწიეს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა.