საქართველოს საპატრიარქოს თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ისტორიული დიასპორის წარმომადგენელები ესტუმრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატიდან აცნობეს, ღონისძება საქართველოს კულტურის პალატისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.
საპატრიარქოში ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიღებენ ლაზური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი "ათძალი", ანსამბლი "ჰერულა" კახის რაიონიდან, ასევე, ფერეიდნელი, ჰერელი პოეტები და შემსრულებლები.