ევროკავშირში ბიტკოინისა და წინასწარ გადახდილი საბარათე სისტემის ანონიმურობა შესაძლოა აიკრძალოს

ევროკავშირში ბიტკოინისა და წინასწარ გადახდილი საბარათე სისტემის ანონიმურობა შესაძლოა აიკრძალოს

ევროკავშირში ბიტკოინისა და წინასწარ გადახდილი საბარათე სისტემის ანონიმურობა შესაძლოა აიკრძალოს. როგორც euronews.ge წერს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე ევროკიმისია მუშაობს და მისი წარდგენა ივნისში იგეგმება.

"ივნისში ევროკომისია ახალი კანონმდებლობის წარდგენას აპირებს. კანონმდებლობის მიხედვით ევროკავშირში აიკრძალება ბიტკოინისა და წინასწარ გადახდილი საბარათე სისტემის ანონიმურობა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება თებერვალში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ სამოქმედო გეგმას ასახავს. ევროპოლის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მოხსენების მიუხედავად, რომელიც არსებით კავშირს ვერ ხედავს ტერორიზმის დაფინანსებასა და ვირტუალური ვალუტის მოქმედებას შორის, ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ანონიმური ვირტუალური ვალუტის მიმოქცევა საბოლოოდ მაინც გახდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წყარო", - წერს euronews.ge.

როგორც სააგენტო განმარტავს, ბიტკოინის აკრძალვის ზომები, რომლის მიღებასაც ევროკომისია აპირებს, გამოიწვევს ბიტკოინის რეალურ ვალუტებში კონვერტაციის აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით. "საფრანგეთისა და ბრიტანეთის საფინანსო სამსახურებმა უკვე წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები ბიტკოინის კონვერტაციის "ბნელი ქსელის" არსებობის თაობაზე, რომლის მეშვეობით ხდება არალეგალური სავალუტო საკონვერტაციო ოპერაციები, ნარკოტიკების შეძენა და ფულის გათეთრება", - წერს სააგენტო.