აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 45 წლის გოჩა ლაცუზბაიას ცხედარი იპოვეს.
მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.
მათი განცხადებით, ლაცუზბაიას ხელფასი ახალი აღებული ჰქონდა და დაახლოებით 300 ლარამდე თანხა ედო ჯიბეში. სამართალდამცველებმა დღეს დილამდე უსაფრთხოების ზომების გამო ვერ მოახერხეს ცხედრის დათვალიერება. ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გოჩა ლაცუზბაია აფხაზეთიდან დევნილია და სოფელ ჭკადუაში, კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობდა.