პრემიერ-მინისტრთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი საქმის გარჩევა არ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განცუხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები შეხვდებიან და შეხვედრის მიზანია, განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი პროექტების განხილვა.
"ის გადამეტებული შეფასება, რომ ეს იქნება დაძაბული შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის საქმიანი შეხვედრა პრემიერთან, რომელიც დაიგეგმა ფრაქციის მიერ. გვინდა მასთან ერთად გავიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება რეფორმებს, პროექტებს. ეს იქნება ძალიან საქმიანი შეხვედრა და გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს. ამგვარი განწყობებით არ ვიკრიბებით", - განაცხადა ბესელიამ.