საქართველოს ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ეწვია

საქართველოს ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ეწვია

საქართველოს ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო ეწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესპანელი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. დღესვე, ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოინახულებს სამების საკათედრო ტაძარს, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.