"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ახლა. ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო. ჰოდა, ეს სხეულის განზრახ დაზიანებაა თუ მკვლელობის მცდელობა?! შსს ცოტა გამოცოცხლდით", - წერს ეკა მიშველაძე.