ნატო-სა და ამერიკის სამხედროები რუსეთის არმიის დღის აღნიშვნას არ დაესწრნენ

ნატო-სა და ამერიკის სამხედროები რუსეთის არმიის დღის აღნიშვნას არ დაესწრნენ

ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მიერ რუსეთის არმიის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ამერიკის სამხედრო ოფიციოზი და ნატო-ს გენერალიტეტი არ დაესწრო, - ამის შესახებ euronews.ge წერს.

სააგენტოს განმარტებით, პენტაგონის სპიკერმა მიშელ ბალდანზამ განაცხადა, რომ პუტინის ძალების უკრაინაში მოქმედების შემდეგ რუსეთის სამხედროებთან კონტაქტი "ძალიან შეზღუდულად" ხორციელდება.

''CNN-ის ცნობით, რუსეთის საელჩოს სპიკერის იური მელნიკის განცხადებით, ვაშინგტონში საელჩოს მიერ მიღებაზე მოწვეული ნატოსა და ამერიკის სამხედრო ოფიციალური პირები არ გამოცხადნენ. საელჩოს მიღებაზე მომზადებული ჰქონდა ცალკე საჩვენებელი ოთახი, სადაც რუსეთის სამხედრო-ტექნოლოგიური მიღწევები იყო გამოფენილი, თუმცა მათ სანახავად არავინ მისულა",'- წერს euronews.ge.