ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას ევროპის აღმოსავლეთის საზღვარი, რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე

ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას ევროპის აღმოსავლეთის საზღვარი, რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე

ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას ევროპის აღმოსავლეთის საზღვარი, რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Financial Timesს-ი, ნატო-ს საექსპერტო ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშის ავტორები ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, მათ შორის ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ევროპაში ნატო-ს ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2013 წლის მოსკოვის შეჭრის ფონზე უკრაინაში, ევროპის აღმოსავლეთში ნატო-ს ძალების გაძლიერების საქმეში საკმარისი პროგრესი არ შეიმჩნევა. ალიანსს პრობლემები აქვს დაფინანსების ქრონიკული უკმარისობისა და შეიარაღებულ ძალებში "კრიტიკული ნაკლებობის" გამო.

მაგალითად, გერმანიის ბუნდესვერს საექსპლუატაციოდ 31-დან მხოლოდ 10 ვერტმფრენი და "მარდერის" ტიპის 460 ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან მხოლოდ 280 ჰყავს.

ავტორების მოსაზრებით, ალიანსის საკვანძო წევრებმა ვერ მიიღეს საკმარისი ზომა თავდაცვითი პოზიციების აღმოსავლეთისკენ გადანაცვლების მიზნით.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლო კორპორაცია ღანდ-მა გამოაქვეყნა საექსპერტო ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთს შეუძლია ბალტიისპირეთში ნატო-ს ძალები 60 საათში დაამარცხოს და რიგა და ტალინი აიღოს.