სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ხვალ შემაჯამებელ სხდომას გამართავს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ხვალ შემაჯამებელ სხდომას გამართავს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ხვალ, შემაჯამებელ სხდომას გამართავს. ამით კომისია სავარაუდოდ მუშაობას დაასრულებს.

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, 29 თებერვალი ის ბოლო ვადაა, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უნდა წარუდგინოს, თუმცა არც კომისიაში და არც მის სამუშაო ჯგუფებში არც ერთ საკონსტიტუციო ინიციატივაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2013 წლის ბოლოს შეიქმნა.

კომისიის შემაჯამებელი სხდომა, 28 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება.