ეუთო-ში რუსეთის ელჩმა მითხრა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით არარეალისტური გეგმები მაქვს და დამპირდა, რომ 2016 წელს არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ჟურნალისტებს ეუთო-ში რუსეთის ელჩის შეფასების კომენტირებისას განუცხადა.
"ეუთო-ში რუსეთის ელჩს ისევე როგორ მის ბევრ კოლეგას არ მოსწონს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი სწრაფვა, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და იყოს იმ უსაფრთხოების სისტემის წევრი, რაც შექმნილია სამყაროში ნატო-ს სახით. მან ეს ვერ დაფარა ღიად ისაუბრა და მისაყვედურა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით არარეალისტური გეგმები, მიზნები და ამოცანები მაქვს და ერთგვარად დამპირდა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება", - განაცხადა ხიდაშელმა.