შანხაიში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სხდომის ფარგლებში დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალურ ბანკთა ხელმძღვანელები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ გამოდიან.
Euronews.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეთა მიერ მიღებული კომუნიკე ბრიტანეთის სავარაუდო გასვლას მსოფლიო ეკონომიკისათვის "შოკად" აფასებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის ქრისტიან ლეგარდის თქმით, კომუნიკეში შესაბამისი ჩანაწერის საჭიროებაზე დელეგატები სხდომის პირველივე წუთებში შეთანხმდნენ. აშშ ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ კი პირდაპირ დაუჭირა მხარი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას. მისი განცხადებით, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან არც ეროვნული უსაფრთხოებისა და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არც ბრიტანეთის, არც ევროკავშირის და არც აშშ-ს ინტერესებშია.
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის ჯორჯ ოზბორნის განცხადებით, საკითხი "სასიცოცხლოდ სერიოზულადაა". ბოლო პერიოდში ევროკავშირის დატოვების მომხრეთა რაოდენობა, განსაკუთრებით ლონდონის მერის ევროკავშირიდან გასვლისადმი მხარდაჭერის შემდეგ, ბრიტანელთა შორის მკვეთრად გაიზარდა. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის საპენის თქმით, საკითხზე ისეთი ერთსულოვნება არის, რომ რეალური დებატები არც გამართულა.
"დიდი ოცეულის" წევრებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მხარი ერთხმად დაუჭირეს.