ალან ჟუპე, რომელიც, სავარაუდოდ, საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, დისტანცირებას ახდენს სხვა ფრანგი პოლიტიკოსებისგან და პროევროპული პოლიტიკის მომხრეა. ამის შესახებ Euronews.ge წერს.
ალან ჟუპე, ვეტერანი პოლიტიკოსი, რომელიც 1995-1997 წწლებში ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს, საფრანგეთის მთავრობის მეთაური იყო, პროევროპული განცხადებებით მკვეთრად გამოეყო სხვა ფრანგ პოლიტიკოსებს. როგორც ჟუპემ ბრიუსელში, გუშინ გამართულ ფორუმზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შენგენის კრიზისი ერთობლივად იქნეს გადაწყვეტილი, რადგან ინდივიდუალური მიდგომის პირობებში, როდესაც ცალკეული წევრი ქვეყნები საზღვრებს აწესებენ, იგი კრახის წინაშეა.
მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები რეალისტები უნდა იყვნენ და გააცნობიერონ, რომ შენგენის სისტემის შესანარჩუნებლად ევროკავშირის საზღვრების მხოლოდ გარე საზღვრების ერთობლივი მართვა არის გამოსავალი.
ბოლო მონაცემებით, ალან ჟუპე რეიტინგით მემარჯვენე ფლანგის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებს - ნიკოლა სარკოზისა და ყოფილ პრემიერს, ფრანსუა ფილონს უსწრებს.