გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება

გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომის თემა არ იყო, თუმცა მან პეტრიაშვილის მდგომარეობა მოიკითხა.

"ბატონი ალექსი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ბუნებრივია, მოვიკითხეთ ეს საქმე და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კითხვაზე - გაზრდილია თუ არა დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება განსაკუთრებით, შსს და პროკურატურა უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ასეთი დანაშული არ ხდებოდეს.

"მხოლოდ ერთი დანაშაულით ამ თემის განზოგადებას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.