აშშ-მ რუსეთის შესაკავებლად ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალები უნდა განათავსოს

აშშ-მ რუსეთის შესაკავებლად ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალები უნდა განათავსოს

აშშ-მ დამატებით უნდა განათავსოს სამხედრო ძალები ევროპაში რუსეთის შესაკავებლად, - euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდალმა ევროპაში, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ხუთშაბათს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ბრიდლავის განმარტებით, მათი ამოცანაა არსებული 20-წლიანი განსხვავებული პარადიგმის გამოსწორება.

"რუსეთმა აირჩია მოწინააღმდეგის პოზიციაა და წარმოადგენს სასიცოხლო საფრთხეს აშშ-სა და მოკავშირეებისათვის. ეს არ არის ცივი ომი, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომელზეც უნდა ვიყოთ. როდესაც საქმე ეხება ევროპაში მუდმივად განთავსებულ შეაიარაღებულ ძალებსა და სამხედრო რეზერვებს. პენტაგონი აპირებს 3.4 მილიარდი დოლარის დახარჯვას დამატებით საროტაციო ჯარების რაოდენობისა და რესურსების გასაძლიერებლად ევროპაში," – აღნიშნა ბრიდლავმა.