ფრაქცია

ფრაქცია "ქართული ოცნება" ხვალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხვალ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში ხვალ, 14:00 საათზეა დაგეგმილი.

წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან "ქართული ოცნების" დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.

განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც იქნება.