ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 270 ოჯახს 40 ათასი ლარის ღირებულების სურსათი გადაეცა.

ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 270 ოჯახს 40 ათასი ლარის ღირებულების სურსათი გადაეცა.

სასაჩუქრე ამანათები მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა.

მოქალაქეთა სოციალური დახმარების პროგრამით ბენეფიციარებმა სოციალური პაკეტები გასულ წელსაც მიიღეს. წელს ამანათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.  პროდუქტების  შესაძენად საჭირო თანხა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.

„სოციალური დახმარების პროგრამით ადგილობრივ ბიუჯეტში 40 000 ლარი გავითვალისწინეთ. შარშანდელთან შედარებით თანხა 30 000 ლარით გაიზარდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავს აქციებს მომავალშიც გააგრძელებს.“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

სურსათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28-ვე თემში მცხოვრებ ყველა შეჭირვებულ ოჯახს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებსა და ხანდაზმულებს გადაეცათ.