პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში ფონდის რეგიონალური ოფისები გახსნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს განვითარების ფონდიდან" აცნობეს, პაატა ბურჭულაძემ და ფონდის წევრებმა ფოთისა და ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.
მათივე ინფორმაციით, პაატა ბუჭულაძემ ასევე შეხვედრა გამართა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებასთან.
შეხვედრას ფონდის თემატური ჯგუფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. დღეიდან ფოთისა და ზუგდიდის მცხოვრებლებს ფონდში გაწევრიანება შეეძლებათ. დღესვე, ორივე ქალაქში ფონდის მონიტორინგის ცენტრებიც ამოქმედდა. ცენტრი მოსახლეობის პრობლემებს შეისწავლის და მათი მოგვარების გზებზე იმუშავებს.