იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელს სამი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელს სამი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 54 წლის პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელს სამი მოსწავლის - 12-14 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.