ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა მე-14 დღეა გრძელდება. გაფიცული მეშახტეები საპროტესტო აქციას მინდელის სახელობის შახტასთან მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა, რაზეც ვერ ხდება შეთანხმება მაღაროელებსა და კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს" შორის.
როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციასთან მივიდნენ და სკანდირებენ - "გამოდით თბილი ოფისებიდან", "წადით", "მოგვიმატეთ ხელფასები".
აქციაზე იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობაც. აქციაზე ასევე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.