1-3 მარტს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს

1-3 მარტს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს

1-3 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით იწვიმებს. 29 თებერვალიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.

1 მარტს ქვეყნის უმეტეს რაიონშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილით ნისლი იქნება. უნალექო ამინდები საქართველოში 3 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება.

ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 11-16 გრადუსი იქნება; ღამით – 7-12 გრადუსი; მთაში დღისით - 7-12; ღამით - 1-6 გრადუსი; მაღალმთაში ღამით -4;+1; დღისით - 3-8 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოში 29 მარტიდან ტემპერატურა მოიმატებს და 20 გრადუსი იქნება. 1-3 მარტს კი 21-26 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოში 1-2 მარტს აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი- 10-15 მეტრი წამში, ზოგგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით 1-6 გრადუსია მოსალოდნელი; ხვალ დღისით - 16-21 გრადუსი; მთაში ღამით  -2;+3; დღისით - 11-16 გრადსუსი; მაღალმთაში ღამით -5;0; დღისით - 5-10 გრადუსი.

3 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება; მთაში დღისით - 15-20 გრადუსი; მაღალმთაში დღისით -10-15. მაღალმთაში -5 გრადუსამდე ღამით ყინვები შენარჩუნდება.

თბილისში 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს ღამით დედაქალაქში 5 გრადუსი დაფიქსირდება; ხვალ დღისით - 18 გრადუსი. 1-2 მარტს დღისით ტემპერატურა დაახლოებით 15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 3 მარტს კი, 18 გრადუსი დაფიქსირდება. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ამ დღეებში თბილისში 3 მარტს 18 გრადუსი იქნება.