სირიაში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში, ტერაქტი მოხდა. დასავლური მედია, ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ დანაღმული ავტომობილი სირიის დასავლეთში მდებარე პროვინცია ჰამაში, ქალაქ სალამიაში აფეთქდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, სამშვიდობო ზავის ამოქმედების მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია ლოკალურ ინციდენტებზე.
კერძოდ, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამთავრობო არმიის თავდასხმის ობიექტი გახდა.