თურქეთში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ოპოზიციური ტელეარხის IMC TV-ის მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, არხი მაუწყებლობას ინტერნეტში გააგრძელებს.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, სანქციები ოპოზიციური არხის წინააღმდეგ მას შემდეგ დაწესდა, რაც 26 თებერვალს ეთერში მედიის თავისუფლების თემაზე თურქული ოპოზიციური გამოცემის Cumhuriyet-ის მთავარ რედაქტორთან ინტერვიუ გავრცელდა.