ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პროვინცია კუნარში, პროვინციის გუბერნატორის სახლთან აიფეთქა. დაღუპულთა შორის ავღანელი სამხედროა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები და ბავშვები არიან.
პასუხისმგებლობა ტერაქტზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.