"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა, პაციენტი კონტაქტურია და დროებით ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.
"პაციენტი საჭიროებს დაკვირვებას, რადგან მას აქვს ტყვია და აღენიშნება გემატომა, ამიტომ ის საჭიროებს დინამიკაში კვლევებს. 24 საათის განმავლობაში საჭიროებს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთებას და ამის გამო ის დროებით იქნება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ისე შესაძლებელია ახლავე მისი გადაყვანა ჩვეულებრივ პალატაში. აბსოლუტურად სტაბილური და კონტაქტურია პაციენტი", - აცხადებს ავთანდილ იმედაძე.
ალექსი პეტრიაშვილი გუშინ ლევან მიქელაძის საფლავზე დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.