გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირა.

რუსული მხარის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირების გზაზე "მნიშვნელოვანი კოლექტიური ნაბიჯია".

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიტანს ავიადარტყმებს სირიაში მოქმედ იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც ე.წ. ზომიერ ოპოზიციას წარმოადგენენ.