ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება სავარუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება სავარუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, სავარუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც Euronews.ge ავრცელებს.

სტატიის თანახმად, სამწლიანი ურთულესი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს. ამის შესახებ ხელშეკრულებაზე (TTIP) მომლაპარაკებელმა დელეგაციათა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

"მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი წუხელ წარმატებით დავასრულეთ," აცხადებენ დიპლომატები.

2013 წლის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკებათა მიზანი მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო შეთანხმების დადებაა, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნასა და რეგულირების ჰარმონიზებას უზურნველყოფს.

"ჩვენ მზად ვართ დავასრულოთ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე", - განაცხადა ევროკავშირის მომლაპარაკებელმა იგნასიო ბარსერომ ბრიფინგზე.