რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძის შემდეგ მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვა. უნგრეთში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას 18 წლის ცოტნე მაჭავარიანმა პირადი რეკორდი დაამყარა და ერთ-ერთ სერიაში მაქსიმალური შედეგი 100 ქულა მოიპოვა. საბოლოოდ, მაჭავარიანმა ტურნიტზე მეექვსე ადგილი დაიკავა.
ცოტნე მაჭავარიანის ლიცენზია ჩვენი ოლიმპიური გუნდისთვის მე-15 საგზურია. ქართულ სპორტში პირველი პრეცედენტია, როცა დედა-შვილი ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზებენ. მსგავსი რამ მსოფლიოს ოლიმპიზმისთვისაც უჩვეულო ამბავია. დედა-შვილს ნინო სალუქვაძის მამა ვახტანგ სალუქვაძე ავარჯიშებს. პრაქტიკულად, საქართველოს ნაკრებში ერთი ოჯახის სამი თაობაა.