აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიაში შერიგების პროცესის შესაძლო შეფერხებაში პასუხისმგებლობას ბაშარ ალ ასადის რეჟიმსა და რუსეთს აკისრებს.
როგორც euronews.ge წერს, შესაბამისი განცხადება ობამამ აშშ-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ცეცხლის შეწყვეტის შესახება შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ასადის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია იქნება... ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, შეასრულებს თუ არა საკუთარ ვალდებულებებს სირიის რეჟიმი, რუსეთი და მათი მოკავშირეები, უახლოესი დღეები უმნიშვნელოვანესი იქნება და მსოფლიო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს," – განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა კონფლიქტის ყველა მხარისგან ყველანაირი შეიარაღებული თავდასხმის შეწყვეტას ელის, მათ შორის საჰაერო შეტევებისა.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შევიდეს.