რუსეთმა დღეს ღამით, სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის წინ, სირიაში საჰაერო დარტყმები გააძლიერა.
როგორც euronews.ge BBC -ზე დაყრდნობით წერს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევა, რუსული სამხედრო თვითმფრინავები მეამბოხეთა პოზიციებს გაძლიერებულად ბომბავენ.
"ეს მაშინ, როდესაც მეამბოხეთა 100-ზე მეტი დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. სამშვიდობო შეთანხმება ყველა მხარეს შეეხება, გარდა "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ქაედას" ნუსრას დაჯგუფებას. დღეს ნუსრას დაჯგუფებამ ბაშარ-ალ ასადზე შეტევების ინტენსიფიკაციის თაობაზე განაცხადა", - წერს euronews.ge.
როგორც ცნობილია, მოსკოვი და ვაშინგტონი სირიაში სამთავრობო ძალებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე 22 თებერვალს შეთანხმდნენ. რეჟიმი ხვალ უნდა ამოქმედდეს.