პოლიციის განყოფილებაში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ეკა მიშველაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მიშველაძის გამოკითხვა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს უკავშირდება.
უწყებამ უკვე დაკითხა 3 პირი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დღეს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის კიდურების, წელის და თავის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.