ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი 1-3 მარტს ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა.
როგორც euronews.ge წერს, ტუსკი შეეცდება ვენაში, ზაგრებში, სკოპიესა და ათენში მიაღწიოს მიგრაციის საკითხებზე კონსენსუსს ამ ქვეყნებს შორის.
"ტუსკის ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს 7 მარტს, თურქეთთან დაგეგმილი სამიტისა და შემდგომ უკვე 17-18 მარტის ევროპული საბჭოს სხდომისთვის მომზადებას", - წერს euronews.ge, რომელიც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზს ეყრდნობა.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, დონალდ ტუსკი 4 მარტს ნატო-ს გენერალურ მდივან იანს სტოლტენბერგსა და ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის, "ფრონტექსის" ხელმძღვანელობასაც შეხვდება.
"როგორც დონალდ ტუსკმა 24 თებერვალს, ევროპარლამენტში განაცხადა, "ჩვენ უნდა აღვადგინოთ შენგენი. ეს დაჯდება ბევრი ფული და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური მონდომება. არსებობს ქვეყნები რომელთაც უჭირთ ამ გამოწვევასთან გამკლავება, მაგრამ ევროპა მზადაა მათ დაეხმაროს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება შენგენში და არა მის კოლაფსში. მისი მომავალი იქნება მთავარი განსახილველი საკითხი 7 მარტს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ განხილვები გეგმა ა, ბ და გ-ს შორის, ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია და მხოლოდ დანაწევრებას უწყობს ხელს ევროპაში და გვაშორებს საკითხის გადაწყვეტას. ყოველისმომცველ ერთიან ევროპულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს" . პრეზიდენტ ტუსკის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება იმ მნიშვნელოვან ქვეყნებზე რომელთა საზღვრებზეც გადის მთავარი ლტოლვილთა მარშრუტები, იმ მიზნით, რომ თებერვლის ევროპული სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით ყველა ქვეყანა დაბრუნდეს შენგენის სასაზღვრო კოდექსის მოქმედების ფარგლებში, უარი უთხრან ყველა მესამე ქვეყნებიდან შემომავალ პირს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შენგენში შესვლის პირობებს და არ გაუკეთებიათ თავშესაფრის მოთხოვნა მიუხედავად ასეთი შესაძლებლობის ქონისა. შენგენის სრულფასოვანი აღდგენა წაიღებს ბევრ დროს, თუმცა ეს პროცესი უნდა იქნას განხორციელებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების პარალელურად, მათ შორის სირიიდან და სირიის მოსაზღვრე ქვეყნებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში – ნათქვამია პრესრელიზში, რომლის თარგმანსაც ეურონეწს.გე ავრცელებს.