ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ამ წუთებში პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება.

"ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა. ალექსი პეტრიაშვილს სამი ტყვია აქვს მოხვედილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება", - აღნიშნეს პატრიაში.

ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე წუთის წინ, საბურთალოზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მას დაზიანებები ორივე ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული.