პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს შეისწავლის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს შეისწავლის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს დეტალურად შეისწავლის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადმინისტრაციიდან აცნობეს. 
მათივე განმარტებით, ტყიბულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს ესაუბრა.
"გიორგი აბაშიშვილმა მაღაროელების მოთხოვნებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატისგან მიიღო. გადაწყდა, რომ დღეს ადგილზე ვითარების გასაცნობად პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტყიბულში 14:00 საათზე ჩავა და პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.