ლევან მურუსიძე არ გამორიცხავს, რომ მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა აღარ დაიწყოს

ლევან მურუსიძე არ გამორიცხავს, რომ მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა აღარ დაიწყოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებული მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 
როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დისციპლინური დევნა შეიძლება დაიწყოს, შეიძლება არა. 
"გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის მიღებული. შეიძლება დაიწყოს, შეიძლება არა და წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კანინის თანახმად, თვითონ მამუკას აქვს გასაჯაროვების უფლება", - განაცხადა მურუსიძემ. 
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დისციპლინურ საჩივრებს განიხილავენ. ლევან მურუსიძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე მამუკა ახვლედიანის საკითხი არ განიხილება.