ბარაქ ობამა - მომდევნო რამდენიმე კვირა სირიის მომავლისთვის კრიტიკული იქნება

ბარაქ ობამა - მომდევნო რამდენიმე კვირა სირიის მომავლისთვის კრიტიკული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა სირიის მომავლისთვის "კრიტიკული" იქნება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ. ამასთან, ის რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ავიაიერიშები. თუ მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარმატებით ამოქმედდა, მაშინ ეს სირიაში ქაოსისა და ძალადობრივი ფაქტების დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. 
როგორც ობამამ განაცხადა, ის პირობას დებს, რომ ე.წ.ისლამური სახელმწიფო დამარცხდება, რომელიც "არა სახალიფოს, არამედ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოადგენს". აღსანიშნავია, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ზავი დღეს უნდა ამოქმედდეს.