აშშ-ის კანზასის შტატში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "სიენენი" წერს. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 14 ადამიანი, მათგან 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი ქალაქ ჰესტონში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. თავდამსხმელი სავარაუდოდ ქარხნის თანამშრომელი იყო. მან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მოგვიანებით კი ის პოლიციის მიერ საპასუხო გასროლის შედეგად დაიღუპა.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ინციდენტი არ არის კავშირში ტერორიზმთან. თუნცა, უცნობია თავდასხმის მოტივი.
აშშ-ში მსგავსი შემთხვევები ხშირია, რის გამოც იარაღის ტარებასა და ყიდვაზე შეზღუდვების დაწესებაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ.