ლიბიაში აშშ-ს ავიადარტყმებს სერბი დიპლომატები ემსხვერპლნენ

ლიბიაში აშშ-ს ავიადარტყმებს სერბი დიპლომატები ემსხვერპლნენ

აშშ-მ ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიადარტყმები მიიტანა, შედეგად დაიღუპა სერბეთის ორი მოქალაქე, რომელიც ისლამისტებმა გასული წლის ნოემბერში გაიტაცეს.

როგორც "ბიბისი" სერბეთის საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპულები დიპლომატიური მისიის თანამშრომლები იყვნენ.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავიადარტყმა ლიბიის ქალაქ საბრატაზე მიიტანეს.

პენტაგონის ცნობით, იერიშის სამიზნე ისლამისტების ბანაკი იყო.

დასავლური მედიის წერს, რომ დაბომბვის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" სულ მცირე 30 წევრი დაიღუპა.