საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სვანეთში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი კურორტ თეთნულდს ეწვევა, სადაც თეთნულდის საბაგიროს გაშვებას დაესწრება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის პირველი ფაზა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში გადაეცა.