სპეკულაციაა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები სიმპატიით არიან განწყობილი

სპეკულაციაა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები სიმპატიით არიან განწყობილი "ნაციონალების" მიმართ და ნაკლებად მეგობრული "ოცნების", სულელურია

ლინკოლნ მიტჩელი - სპეკულაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები სიმპატიით არიან განწყობილი "ნაციონალების" მიმართ და ნაკლებად მეგობრული "ოცნების", სულელურია თბილისმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამერიკულ ელექტორატში არსებულ ტენდენციებს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი სპეციალისტის ლინკოლნ მიტჩელის ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც იმ საკითხს ეძღვნება, თუ რას მოუტანს საქართველოს აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ცვლილებები მოხდება.      

"მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ფრთა პრეზიდენტ ობამას სისუსტეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან აშშ-ის საკვანძო მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს, არასაკმარისი დახმარება გაუწია, ფაქტობრივად, საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკა ბოლო სამი პრეზიდენტის მმართველობის დროს დიდად არ შეცვლილა. სრულიად მოსალოდნელია საარჩევნო პერიოდში საქართველოში საუბარი დაიწყონ იმაზეც, რომ პრეზიდენტობის ამერიკელი კანდიდატები უფრო მეტი სიმპატიით არიან განწყობილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და ნაკლებად მეგობრული კი "ქართული ოცნების". მსგავსი სპეკულაცია სულელურია", - მიიჩნევს მიტჩელი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით, ეს არანაირად არ აისახება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისმა ამერიკულ ელექტორატში არსებულ ტენდენციებს ყურადღება უნდა მიაქციოს.