გიორგი კვირიკაშვილი: არსად არ გამქრალა საქართველო რადარებიდან

გიორგი კვირიკაშვილი: არსად არ გამქრალა საქართველო რადარებიდან

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ გამქრალა საქართველო რადარებიდან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა, რომელიც დღეს უმაღლეს დონეზეა აყვანილი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიმა განაცხადა

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე , აშშ-თან ამჟამინდელი ურთიერთობის დონე რამდენად აკმაყოფილებს და მთავრობას პერიოდულად საყვედურობენ, რომ ბოლო ხანს საქართველო აშშ-ის „რადარებიდან გაქრა“. აშშ ჩვენი სტარტეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერია.

ამერიკა მუდმივად ახდენდა და დღესაც ახდენს ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების მხარადჭერის კონსოლიდაციასაც. ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის მთავრობის დღის წესრიგში საქართველოს ენიჭება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს იყო სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის კომისიის შეხვედრა, ომნიბუსის კომისიის ჩატარება, სადაც 4 ძირითადი მიმართულება იქნა განხილული. ეს იყო პირველად ჩატარებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი, სადაც კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ. ეს არის, რა თქმა უნდა, სამხედრო სფეროში უდიდესი თანამშრომლობა და დახმარება, რომელსაც ჩვენ გვიწევს აშშ. ის, რომ საქართველოს შესახებ შესაძლოა, ყველა განცხადებაში არ იყოს საუბარი, არამც და არამც არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან. უბრალოდ, შეიძლება სხვა ქვეყნებში იყოს უსაფრთხოების კუთხით გაცილებით უფრო მწვავე სიტუაცია, ვიდრე დღეს საქართველოშია.

მინდა ვუთხრა იმ ოპონენტებს, რომლებიც მუდმივად აპელირებენ ამ ფაქტორით და საერთოდ ყველას, ვინც მოგვისმენს, რომ საქართველოს აქვს ძალიან რთული ფუნქცია. ერთი მხრივ, შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის ფაქტის აქტუალობა ჩვენი მეგობრების დღის წესრიგში, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნას ის საკმარისი სტაბილურობა, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მიზიდვისათვის და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. არ შეიძლება ყოველი გამოსვლის დროს ისტერიკული კივილით გავაუმჯობესოთ დავუშვათ,

ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ საქართველოს თემა შევინარჩუნოთ ჩვენი მეგობრების და პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში, რათა მათ ერთი წუთით არ მოადუნონ ყურადღება საქართველოსთვის დახმარების კუთხით, მაგრამ არ შეიძლება პოტენციურ ინვესტორებს მუდმივად შევახსენებდეთ, რომ საქართველოში ხდება დიდი უბედურება და ინვესტიციების ჩადება სახიფათოა. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ დღეს გვაქვს ის სტაბილურობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება ჩვენ მთავრობის, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნეთ და გავზარდეთ დინამიკა საქართველოს უმთავრესი, პროდასავლური ვექტორით და გაცილებით უფრო თამამი და დიდი ნაბიჯებით მივდივართ საქართველოსთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი პროდასავლური მიმართულებით. იგივე ნატოსთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და ვარშავის სამიტისთვის ვამზადებთ „არსებითი პაკეტისთვის“ ახალ ელემენტებს. ამავე დროს, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში შეგვექმნა იმდენი სტაბილურობა, რამდენიც საქართველოს ეკონომიკის დინამიურ ზრდას განაპრობებს.